ინგრედიენტები:
2 დიდი ისპანახის კონა.
1 ჩ.კ. სოდა.
3 ჩ.კ. სეზამის ზეთი Gea
2 კბილი ნიორი.
1 ხახვი წვრილად დაჭრილი.
1 ჩ.კ. მოხალული სეზამი.
1 ჩ.კ. სოიოს სოუსი Vifon.
მარილი, ახლად დაფქული შავი პილპილი.
მომზადების წესი
1. მოათავსეთ ისპანახი დიდი ზომის ქვაბში, დაასხით წყალი და დაუმატეთ სოდა, ამით ისპანახი შეინარჩუნებს ხასხასა მწვანე ფერს, მიიყვანეთ ადუღებამდე, ადუღეთ კიდევ რამოდენიმე წუთი და შემდეგ გადაიტანეთ საწურზე. კარგად გაწურეთ ხელებით და დაჭერით მსხვილ ნაჭრებად.
2. ტაფაში ჩაასხით სეზამის ზეთი Gea და მოთუშეთ 2 კბილი ნიორი. ამოიღეთ ნიორი და შეწვით ხახვი. გადაიტანეთ ისპანახი ტაფაზე, დაამატეთ სოიოს სოუსი, მარილი, წიწაკა გემოვნებით და კარგად აურიეთ. გააგრძელეთ მოთუშვა კიდევ 2-3 წუთი.
3. სუფრაზე მიტანისას მოაყარეთ მოხალული სეზამის მარცვლები.
გემრიელად მიირთვით!