დააგემოვნეთ გაზაფხულის სალათა

100 % ნატურალური ბროწეულის სოუსით “მაშარაფი”.

4 საშუალო ზომის ჭარხალი
400 გრ. ყველი ფეტა
400 გრ სალათის ფურცლები
3 ს.კ. ზეითუნის ზეთი Extra Virgin
1 ს.კ. მაშარაფის სოუსი Kühne
1 ს.კ. ბალზამირებული ძმარი Ponti
4 ს.კ. ნიგოზი
2 ს.კ. ბროწეულის მარცვლები
მარილი, ახლადდაფქული შავი პილპილი

მომზადების წესი:
ჭარხალი კანიანად გამოაცხეთ ჰაერღუმელში. გააგრილეთ, გაფრცქვენით და თითოეული ჭარხალი რამდენიმე ნაჭრად დაჭერით. სალათის ფურცლები გარეცხეთ, გააშრეთ, ხელით დააქუცმაცეთ და დაუმატეთ ჭარხალს. პატარა ზომის ფიალაში აურიეთ ზეითუნის ზეთი, მაშარაფის სოუსი Kühne და ბალზამირებული ძმარი. მოასხით სალათს და ფრთხილად აურიეთ. დაუმატეთ ყველი ფეტას ნაჭრები. გააფორმეთ წვრილად დაჭრილი ნიგვზით და ბროწეულის მარცვლებით.

გემრიელად მიირთვით!

This is a unique website which will require a more modern browser to work! Please upgrade today!