ნუ შეეცდებით ნამდვილი ბერძნული სალათის რეცეპტის ძებნას ინტერნეტში, თქვენ იხილავთ მილიონობით ვარიანტს, მაგრამ მისი დამზადების ნამდვილ ხერხს ისწავლით იმ შემთხვევაში, თუკი წახვალთ საბერძნეთში და ყველაფერს თქვენი თვა

ლით ნახავთ. თუმცა, თუ ასეთი მოგზაურობა ამჟამად თქვენთვის არ არის ხელმისაწვდომი, ჩვენ გაგიზიარებთ ამ საიდუმლოს:
– პომიდორი უნდა იყოს დიდი, მწიფე – იჭრება დიდ ნაჭრებად (ნამდვილ ბერძნულ სალათაში არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოიყენოთ პომიდორი “ჩერი”).
– მსხვილი, ქორფა კიტრი, რომელიც აუცილებლად უნდა გაითალოს და უნდა დაიჭრას აგრეთვე მსხვილ ნაჭრებად, რათა ზეითუნის ზეთი არ გათხელდეს და არ დაეკარგოს არომატი.
– ასევე მსხვილ რგოლებად იჭრება ვარდისფერი ტკბილი ხახვი.
– ნახევარრგოლებად იჭრება ტკბილი, მწვანე წიწაკა.
– ბერძნული ზეთისხილი, მეწამული ან მუქი ვარდისფერი.
– ყველი “ფეტა”, იდება ერთ დიდ ბრტყელ ნაჭრად, ყველაზე ბოლოს, ზემოდან, სალათის ამორევის შემდეგ!
– ზეითუნის ზეთი – მხოლოდ “Extra Virgin”, სასურველია მწვანე ფერის, მოასხით დიდი რაოდენობით, ისე რომ სალათის ნახევარი დაიფაროს ზეთში.
– ხმელი ორეგანო – სამხრეთული სიცხარის შარმი.
– და მარილი.
თქვენ რა თქმა უნდა, სალათაში შეგიძლიათ სხვა ინგრედიენტებიც დაამატოთ, მაგრამ ეს უკვე არ იქნება ბერძნული სალათა.

მიირთვით გემრიელად!
καλή όρεξη! {კალი ორეკსი!}

ახალი ყველი “პონტი”-ს გლაზურთან.
Подробнее

სალათი ბალზამირებული სოუსით Kühne
Подробнее

ლობიოს სალათი ნიგვზით
Подробнее

უგემრილელესი ისპანახი სეზამით
Подробнее

ვანილის ნაყინი მარწყვით და ბალზამიკოს კრემით
Подробнее

ქათამის სალათა ანანასით და სიმინდით “Coopoliva”-სგან
Подробнее

ქათმის ფილე ბალზამირებული ძმრით “Ponti”
Подробнее

ნამდვილი ბერძნული სალათა.
Подробнее

გამომცხვარი კარტოფილი სოუსით Kühne
Подробнее

დააგემოვნეთ – ქოქოსის სმუზი ვანილით და ნუშით
Подробнее

დააგემოვნეთ გაზაფხულის სალათა
Подробнее