2 პორციის მოსამზადებლად
ინგრედიენტები:
1 ჭიქა ქოქოსის რძე “Real Thai”
4 ცალი ნუში
1 ჩ.კ. ვანილი
1 ჭიქა ყინული
1 ჩ.კ. ქოქოსის ფანტელები
მომზადების წესი:
ყველა ინგრედიენტი, ყინულის გარდა, მოათავსეთ ბლენდერის ჭიქაში და დააბლენდერეთ ფაფისებრი მასის მიღებამდე.
დაუმატეთ ყინული და აბლენდერეთ მანამ, სანამ ყინული კარგად არ დაქუცმაცდება.
ჩამოასხით ჭიქებში და გააფორმეთ ქოქოსის ფანტელებით.
გემრიელად მიირვით!