კომპანია „ჯეო-კოოპ“-ი გახლავთ ერთ-ერთი წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2009 წლის ივნისში.

ჩვენი უმთავრესი მიზანია სამომხმარებლო ქსელის მსოფლიოს ბრენდების პროდუქციით მომარაგება, კვალიფიციური დისტრიბუციის განხორციელება, რაც უზრუნველყოფს უმაღლესი ხარისხის პროდუქციის მიწოდებას დროულად, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე და მომხმარებელთა ყველა ფენისათვის.

კომპანია„ჯეო-კოოპ“-მა თავისი არსებობის არც თუ ისე დიდი ისტორიის მანძილზე, შეძლო სოლიდური პარტნიორის იმიჯის დამკვიდრება. დღეისათვის, „ჯეო-კოოპ“-ი ისეთი ცნობილი ბრენდების ექსკლუზიური იმპორტიორია, როგორებიცაა: Coopoliva  (ესპანეთი),  Ponti(იტალია), Kalamata (საბერძნეთი), La Espanola, (ესპანეთი), Luglio (იტალია),  Olymp  (საბერძნეთი), Kalamata Papadimitriou (საბერძნეთი), Kühne (გერმანნია), Vifon (ვიეტნამ), Chainkwo (ჩინეთი) და სხვა.

კომპანიას გააჩნია1500-მდე აქტიური სავაჭრო წერტილი.  კლიენტებს კონსულტაციას უწევს და ემსახურება 30-ზე მეტი კვალიფიციური სავაჭრო წარმომადგენელი, რომლებიც რეგულარულ კავშირს ინარჩუნებენ კლიენტებთან გაგიწევენ სრულყოფილ კონსულტაციას  ჩვენი პროდუქციის,

მისი ვარგისიანობის,  შენახვის პირობების შესახებ,ასევე დაგეხმარებიან  შეკვეთის ოპტიმალური მოცულობის ფორმირებაში.

ამჟამად კომპანიაში დასაქმებულია 50-მდე თანამშრომელი. ფირმის ძირითად ბირთვს წარმოადგეს ახალგაზრდა და ენერგიული კადრები, რომლებმაც კარგად იციან თავიანთი საქმე.

საკუთარი სასაწყობე კომპლექსისსაერთო ფართი 1500 კვ./მ. შეადგენს. პროდუქციის უსაფრთხო შენახვა უზრუნველყოფილია ვენტილაციის საშუალებით, ტემპერატურისა და ტენიანობის შენარჩუნების ხარჯზე; ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემები დამონტაჟებულია როგორც საწყობის შიგნით, ისე კომპლექსის ტერიტორიაზე; დაცვის სამსახური მუშაობს სადღეღამისო რეჟიმში.

კომპანიის საკუთარი ავტოპარკი აღჭურვილია ავტომატური ამწე-სატრანსპორტო მწყობილობებით.

ოფისისა და საყობის ერთი ტერიტორიის ფარგლებში განთავსება იძლევა პროდუქციის ოპერატიულად გაგზავნის საშუალებას.

კომპანია „ჯეო-კოოპ“-მა თავისი არსებობის მანძილზე დაიმკვიდრა პატიოსანი გადასახადის გადამხდელის იმიჯი.


კომპანია „ჯეო-კოოპ“-ი მუდმივად ზრუნავს თავისი საქმიანობის გაფართოვებაზე, განვითარებასა და მომხმარებელთა მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე.

 

This is a unique website which will require a more modern browser to work! Please upgrade today!