ქათმის სალათა ანანასით და სიმინდით “Coopoliva”-სგან

ინგრედიენტები:

– 2 ქათმის მკერდის ფილე,
– 3 ცალი კანიანათ მოხარშული კართოფილი
– 580გრ–ანი ქილა კონსერვირებული ანანასი “Coopoliva”
– 212გრ. ქილა კონსერვირებული ტკბილი სიმინდის მარცვალი “Coopoliva”
– 30გრ. დაჭრილი ნიგოზი
– ახალი ოხრახუში
– შავი პილპილი
– მარილი
– მაიონეზი

მომზადების წესი:

ქათმის ფილე მოვათავსოთ მარილიან ადუღებულ წყალში და ვხარშოთ 20-30 წუთის განმავლობაში.
სანამ ქათმის ფილე იხარშება კართოფილს კანი გააცალეთ, დაჭერით მრგვალ ნაჭრებად და ჩააწყეთ დიდ სასალათე თასში.
ანანასი “Coopoliva” გადაწურეთ და დაჭერით, ასევე გადაწურეთ გადაწურეთ სიმინდი,
კარტოფილიან თასში დაამატეთ ანანასი და სიმინდი.
როგორც კი ქათმის მკერდის ფილე მოიხარშება ამოიღეთ წყლიდან და გააგრილეთ ოთახის ტემპერატურაზე.
გაგრილებული ფილე დაჭერით პატარა ნაჭრებად და დაამატეთ სასალათე თასში. დაამატეთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში, ნიგოზი, დაფქვილი შავი პილპილი, მარილი გემოვნებით და მაიონეზი.

კარგად აურიეთ ერთმანეთში.

გემრიელად მიირთვით!

This is a unique website which will require a more modern browser to work! Please upgrade today!