არარაფინირებული ზეთები შეიცავენ  ვიტამინების, მინერალებისა და ბიოაქტიური კომპონენტების კომპლექსს, რომლებიც  აუმჯობესებენ  ჩვენი ცხოვრების ხარისხს. მაგალითად, ზეითუნის ზეთი, 45% -ით ამცირებს  მკერდის კიბოს წარმოქმნის რისკს, რაც დასტურდება მრავაწლიანი კვლევებით, ხოლო  ყურძნის კურკის ზეთი   E ვიტამინის შემცველობის რეკორდსმენია და  საკმარისია  მისი მხოლოდ ერთი კოვზი,  რათა ორგანიზმის მივაწოდოთ  E ვიტამინის დღეღამის საჭირო  ნორმა,  და ეს არის ამ ზეთების  განსაკუთრებული თვისებების  მხოლოდ  მცირე ნაწილი.

მცენარეული ზეთები  არიან  ნაჯერი ან არანაჯერი. ყველა ცნობილი საკვები ზეთების დაახლოებით 90% არანაჯერია. ფაქტობრივად, ზეთების ამა თუ იმ ჯგუფისათვის მიკუთვნება  ხდება მათ შემადგენლობაში შემავალი ცხიმოვანი მჟავების მიხედვით.

ცნობილ  გაჯერებული მცენარეული ცხიმების  რანგს  მიაკუთვნებენ  ე.წ. “ტროპიკულ” ზეთებს – პალმის, ქოქოსის და კაკაოს ზეთებს.

მითითება გურმანებისათვის!  გაჯერებული ზეთები  უკვე  ოთახის ტემპერატურაზე  მყარდებიან და  გაყინული ღორის ქონის  კონსისტენციას ღებულობენ. რაფინირებული ქოქოსისა და პალმის ზეთები უძლებენ ყველაზე მაღალ ტემპერატურას, და ამდენად მიზანშეწონილია  მათი გამოყენება  ხორცისა და ბოსტნეულის შესაწვავად.

გაჯერებული ცხიმების მცირე დოზებით მიღება საჭიროა – ისინი აძლიერებენ იმუნურ სისტემას, იცავენ ღვიძლს მავნე ნივთიერებებისაგან,  აქვთ ანტიბაქტერიული თვისებები და ხელს უწყობენ ძვლოვანი სისტემის სიჯანსაღეს. ამავე დროს, ცხიმის მცირე რაოდენობის  შემცველი  დიეტა,  ხელს უწყობს დეპრესიას. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ მაღაზიაში შოკოლადის, საკონდიტრო ნაწარმის, ნაყინის ან მარგარინის ყიდვისას, ჩვენ ყოველდღიურად ვღებულობთ  გაჯერებულ ცხიმებს,  ამიტომ  მათი რაოდენობა ჩვენ რაციონში კატასტროფულად   გადაჭარბებულია.

არანაჯერი ცხიმების  სიტუაცია რადიკალურად საპირისპიროა – როგორ წესი, ჩვენ  მათ გაცილებით ნაკლებად ვღებულობთ, ვიდრე  ორგანიზმს ესაჭიროება, ხოლო  მათ ბევრად მეტი სარგებლობა მოაქვთ. არანაჯერი ცხიმები თავის  მხრივ პოლიუჯერ და მონოუჯერ  ჯგუფებად იყოფებიან.

პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავები, ანუ  ვიტამინი  F  შეუცვლელია და აუცილებლად უნდა მიეწოდებოდეს  ორგანიზმს საკვებთან ერთად,   მათი საუკეთესო  ბუნებრივი წყაროს წარმოადგენენ არარაფინირებული მცენარეული ზეთები. ვიტამინი  F განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გულ-სისხლძარღვთა სისტემისათვის – ის ხელს უშლის ათეროსკლეროზის განვითარებას, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. ასევე, პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავები ამცირებენ ორგანიზმში ანთებით პროცესებს და აუმჯობესებენ  ქსოვილების კვებას. მათი რეგულარული გამოყენება ხელს უწყობს სხვა, ისეთი ვიტამინების უკეთესად ათვისებას და  მათი მოქმედრბის გაძლიერებას, როგორიცაა: ვიტამინი A(რეთინოლი), B ჯგუფის ვიტამინები, D ვიტამინი და ვიტამინი E (ტოკოფეროლი). როგორც ვხედავთ, ვიტამინი F მართლაც შეუცვლელია, ამიტომ არარაფინირებული ზეთები უნდა იყოს წარმოდგენილი  ნებისმიერი ჩვენთაგანის რაციონში. ეს განსაკუთრებით ეხება პატარებს, რომელთა ორგანიზმში მიმდინარეობს  ორგანიზმის  აქტიური ზრდა, და  მნიშვნელოვანი ელემენტების  ნაკლებობამ შესაძლებელია გამოიწვიოს მათში განუვითარებლობა  და ჩამოაყალიბოს  ქრონიკული დაავადებები.

მითითება გურმანებისათვის!  პოლიუჯერი ცხიმები, როგორც ოთახის ტემპერატურაზე ისე მაცივარში, ყოველთვის ინარჩუნებენ თხევად მდგომარეობას.   ჰაერზე ისინი ადვილად შედიან რეაქციაში  ჟანგბადთან, რის გამოც საკმაოდ სწრაფად ფუჭდებიან, ამიტომ მათი შენახვის ვადა ძალზე შეზღუდულია. გარდა ამისა,  მათი გამოყენება სასურველია ცივ  კერძებში, რადგან ძლიერი გაცხელებისას (ფრიტიურში შეწვისას) ირღვევა მათი ქიმიური სტრუქტურა  და ხდება  ტოქსიკური ნივთიერებების წარმოქმნა.

პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავების ძირითადი წარმომადგენლები არიან ლინოლეის (ომეგა-6) და ალფა-ლინოლენის (ომეგა-3) მჟავები. მაგალითად, სელის ზეთში ომეგა-3 და ომეგა -6 -ის ჯამური ოდენობა ყველა ცხიმოვანი მჟავების 80%-ს შეადგენს, ამიტომ არის  რომ მას ცალსახად მიაკუთვნებენ პოლიუჯერ ცხიმებს. ზეითუნის ზეთში კი, პირიქით, ამ მჟავების შემცველობა არ აღემატება 10%-ს, რის გამოც  ამ ზეთს მონოუჯერ ჯგუფს  მიაკუთვნებენ.

მონოუჯერი ცხიმოვანი მჟავები – ყველაზე სასარგებლოა. ისინი უწყობენ ხელს  სისხლის კოლტებში თრომბოციტების  დაგროვების თავიდან აცილებას და ამცირებენ ქოლესტერინის დონეს, რითაც ამცირებენ  გულის შეტევების და ინსულტების რისკს. უფრო მეტიც, უჯრედული მემბრანების თხევადობის უნარის გაზრდით, მონოუჯერი მჟავები უჯრედებში ადვილად შეღწევადს ხდიან ჩვენ ორგანიზმში არსებულ ჰორმონებსა და სხვა ნივთიერებებს, რის გამოც, უჯრედებში უმჯობესდება ცილის სინთეზი და იზრდება  ინსულინისადმი მგრძნობელობა, ანუ ძლიერდება ცხიმების წვა. ამიტომ მონოუჯერი ცხიმების მიღება, როგორც არ უნდა უცნაური იყოს, წონაში დაკლებას უწყობს ხელს. მთავარია,  არ გადავაჭარბოთ და  დღეში მხოლოდ რამდენიმე სადილის კოვზის მიღებით შემოვიფარგლოთ.

მითითება გურმანებისათვის! მონოუჯერი ცხიმები ოთახის ტემპერატურაზე იმყოფებიან თხევად მდგომარეობაში, მაგრამ იყინებიან სიცივეზე, როგორც, მაგალითად, ზეითუნის ზეთი. ისინი ნაკლებად იჟანგებიან, ამიტომ მათი შენახვა შეიძლება ხანგრძლივი დროის განმავლობაში, დამძაღების შიშის გარეშე. გარდა ამისა, გაცხელებისას, ისინი გამოყოფენ ათჯერ ნაკლებ თავისუფალ რადიკალებს ვიდრე გაჯერებული ცხიმები და ხუთჯერ ნაკლებს, ვიდრე პოლიუჯერი ცხიმები. ამიტომ მათში შეიძლება ნებისმიერი საკვები პროდუქტების შეწვა და მოთუშვა, კანცეროგენების წარმოქმნის შიშის გარეშე.
ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში, სადაც საკვებად დიდი ოდენობით ზეითუნის ზეთს, ავოკადოსა და კაკალს იყენებენ, შედარებით იშვიათია გულ-სისხლძარღვთა და ონკოლოგიურ დაავადებათა რაოდენობა, ამ პროდუქტებში ომეგა-9 ცხიმმჟავების მაღალი შემცველობის გამო.
მთავარია გვახსოვდეს, რომ ყველაზე სასარგებლო პროდუქტიც კი ჭარბი რაოდენობით მავნე ხდება ორგანიზმისათვის ამიტომ არ ღირს არარაფინირებული ზეთების გამოყენების რეკომენდაციების გადამეტება, რადგან ისინი შეიცავენ საკმაოდ მძლავრ ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს, რომლებიც გავლენას ახდენენ ჩვენ ნივთიერებათა ცვლაზე. მაგრამ თუ დავიცავთ შესაბამის დოზირებას (ყოველ ზეთს აქვს თავისი საკუთარი), არა მხოლოდ გავაჯანსაღებთ ორგანიზმს მთლიანობაში, არამედ მრავალი დაავადებებისაგან დავაღწევთ თავს!

მცენარეული ზეთები მედიცინაში.

ხალხური მედიცინა იმით არის კარგი, რომ იგი თავის არსენალში იყენებს მხოლოდ ბუნებრივ საშუალებებს, მათ უმრავლესობას არ აქვს უკუჩვენებები და გვერდითი მოვლენები. ამასთან, დაცულია გაყალბებებისაგან – განა შეიძლება გაყალბდეს მუხის ქერქი ან ბაბუაწვერას ფოთლები? ამასთან აღსანიშნავია, რომ ხალხური მედიცინის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ საშუალებას წარმოადგენენ არარაფინირებული მცენარეული ზეთები, რომლებიც გამოიყენება როგორც სუფთა სახით, ასევე სხვა სამკურნალო ინგრედიენტებთან ერთად, ნარევების სახით.
მცენარეული ზეთების მკურნალობის ყველაზე გავრცელებული მეთოდია – მკურნალობა შიგნიდან, ანუ, ზეთებს სვამენ გამოცდილი სპეციალისტებისაგან მიღებული ინდივიდუალური რეკომენდაციების შესაბამისად. ამიტომ არ შეიძლება ბრმად მივყვეთ ზოგად ინსტრუქციებს, მაგალითად, როგორიცაა, “მიიღეთ უზმოზე 1 ჩაის კოვზი 10 დღის განმავლობაში”, – შესაძლებელია, რომ ასეთი დოზა უბრალოდ არ უხდება თქვენ ორგანიზმს. უკეთეს შემთხვევაში, თქვენ არ მიიღებთ სასურველო შედეგს, ხოლო უარეს შემთხვევაში – დაარღვევთ ორგანიზმის მუშაობას და შედეგად მიიღებთ კიდევ ერთ დაავადებას.

საკვები ზეთების გამოყენება:

ზეთის დასახელება კულინარიაში მედიცინაში კოსმეტოლოგიაში
ცხელი კერძებისთვის  (შეწვა, გამოცხობა ) ცივი კერძებისთვის (სალათები, სოუსები) გულ-სისხლძარღვთა სისტემა კუჭ-ნაწლავის ტრაქტი რეპროდუქციული სისტემა იმუნიტეტის გაზრდა დიაბეტი კიბოს საწინააღმდეგო მოქმედება ორსულობა თმისთვის (ნიღბები) კანისთვის (ნიღბები, კრემები)
გარგარის ზეთი ☺☺☺ ☺☺
ავიკადოს ზეთი ☺☺☺ ☺☺☺ ☺☺ ☺☺☺
ამარანტას ზეთი ☺☺☺ ☺☺
არაქისის ზეთი ☺☺☺ ☺☺☺
საზამთროს კურკის ზეთი ☺☺ ☺☺
არგანის ზეთი ☺☺ ☺☺ ☺☺ ☺☺ ☺☺
ბრაზილიური თხილის ზეთი ☺☺ ☺☺☺ ☺☺☺
წიფელის ზეთი ☺☺
ყურძნის კურკის ზეთი ☺☺ ☺☺☺ ☺☺ ☺☺☺
ალუბალის კურკის ზეთი ☺☺ ☺☺
მდოგვის ზეთი ☺☺☺ ☺☺
კაკალის ზეთი ☺☺☺ ☺☺
ნესვის ზეთი ☺☺
ხორბლის ზეთ ☺☺ ☺☺ ☺☺ ☺☺☺
კედარის ზეთი ☺☺☺ ☺☺ ☺☺
აკაჟუს ზეთი ☺☺☺ ☺☺ ☺☺ ☺☺
კანაფის ზეთი ☺☺ ☺☺ ☺☺☺ ☺☺
სიმინდის ზეთი ☺☺☺ ☺☺ ☺☺
სეზამის ზეთი ☺☺ ☺☺ ☺☺ ☺☺ ☺☺
სელის ზეთის ☺☺ ☺☺ ☺☺ ☺☺
მაკადამის ზეთი ☺☺☺ ☺☺☺ ☺☺ ☺☺☺
ყაყაჩოს ზეთი ☺☺ ☺☺ ☺☺ ☺☺
ნუშის ზეთი ☺☺ ☺☺ ☺☺☺ ☺☺☺
ქაცვის ზეთი ☺☺ ☺☺
ზეითუნის ზეთი ☺☺☺ ☺☺☺ ☺☺
პალმის ზეთი ☺☺☺ ☺☺ ☺☺
პეკანის ზეთი ☺☺☺ ☺☺☺ ☺☺
ატმის ზეთი ☺☺ ☺☺ ☺☺ ☺☺
მზესუმზირის ზეთი ☺☺☺
რაფსის ზეთი ☺☺☺ ☺☺
ბაყაყურის ზეთი ☺☺ ☺☺ ☺☺ ☺☺
ბრინჯის ზეთი ☺☺☺ ☺☺ ☺☺ ☺☺ ☺☺
კამელიას ზეთი ☺☺ ☺☺ ☺☺
ალისარჩული ზეთი ☺☺☺ ☺☺ ☺☺
ქლიავის ზეთი ☺☺☺ ☺☺
სოიოს ზეთი ☺☺☺ ☺☺
ტომატის ზეთი ☺☺ ☺☺
ტრუფელის ზეთი ☺☺☺
გოგრის ზეთი ☺☺☺ ☺☺
ფსტის ზეთი ☺☺☺ ☺☺
თხილის ზეთი ☺☺☺ ☺☺☺
ბამბის ზეთი ☺☺☺

This is a unique website which will require a more modern browser to work! Please upgrade today!